რეზონანსი
05.07.2026

სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა ხა­შურ­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა. ქალ­მა, რო­მელ­მაც ბა­ზარ­ში 12 ათა­სი ლარი იპო­ვა, თან­ხა მე­პატ­რო­ნეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უბ­რუ­ნა.

"წა­მებ­ში და­კარ­გუ­ლი იმე­დი, შიში, სა­სო­წარ­კვე­თა… მაგ­რამ სწო­რედ ასეთ დროს ჩნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვახ­სე­ნე­ბენ, რომ სი­კე­თე ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნამ­დვი­ლი სიმ­დიდ­რე" - წე­რია შიდა ქარ­თლის გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში.

რო­გორც გა­ირ­კვა, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც დიდსუ­ლო­ვა­ნი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა, მა­ნა­ნა სუ­ხი­აშ­ვი­ლია. მან თან­ხა მის მა­ღა­ზი­ას­თან ახ­ლოს იპო­ვა. "ამბები" ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას და­უ­კავ­შირ­და:

"მა­ღა­ზია მაქვს ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ და­უ­ვარ­და შეკ­რუ­ლი თან­ხა პი­როვ­ნე­ბას. ვე­ლო­დე­ბო­დი, ვი­ფიქ­რე ნა­ხავს, ვინც და­კარ­გა და მალე მობ­რუნ­დე­ბა-თქო. ამის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში და­წე­რა ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, რომ თან­ხა და­კარ­გა ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ვუ­კავ­შირ­დი და ვუ­თხა­რი, მი­თხა­რით რა თან­ხაა, რა კუ­პი­უ­რე­ბი, რომ დავ­რწმუნ­დე, ნამ­დვი­ლად თქვე­ნია-თქო. მო­ვი­და შვილ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი იყო, ტი­რო­და. მი­თხრა, რა თან­ხაც და­კარ­გა, ჩან­თა და­სა­კე­ტი დამ­რჩა და ალ­ბათ გად­მო­მი­ვარ­დაო. ამის შემ­დეგ და­ვუბ­რუ­ნე კუთ­ვნი­ლი თან­ხა. 12 ათა­სი ლარი იყო, ქარ­თუ­ლი ფული იყო. ისე და­ვი­ბე­ნი, ვი­ნა­ო­ბაც ვერ ვკი­თხე. მერე მი­თხრეს, რომ ბავ­შვის­თვის უნ­დო­დათ ის თან­ხაო. თა­ვად ერთი კი მი­თხრა - ისე­თი საქ­მის­თვის მინ­დო­და ეს ფული, რომ ის მად­ლი, რაც შენ გა­ა­კე­თე, შენს შვი­ლებს წინ დახ­ვედ­რო­დე­თო. შემ­დეგ ეს ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას" - განაცხადა ქალ­ბა­ტო­ნმა მა­ნა­ნამ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×