რეზონანსი
07.07.2026

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები კადრებს ავრცელებენ და წერენ, რომ დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დატბორილია. აღმაშენებლის ხეივანზე ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა. დიდი დიღომში საზოგადოებრივ ტრანსპორტში წყალი შევიდა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც სამშენებლო ობიექტთან გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა. ახლომდებარე კორპუსის მობინადრეები ბინებში შესვლას, საფრთხის გამო, არ აპირებენ. 

უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა ვარკეთილიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×