რეზონანსი
07.07.2026

სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მსა­ხი­ო­ბი, ქეთი წიქ­ვა­ძე, ირი­ნა ქი­ქო­ძის პოდ­კასტს „მერე?“ეს­ტუმ­რა. ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შთა­მო­მა­ვალ­მა და რეზი არ­ვე­ლა­ძის რძალ­მა გა­და­ცე­მა­ში სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე, მე­უღ­ლე­ზე, შვი­ლებ­სა და იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ბოლო დროს დად­გა. ქე­თის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი უფ­რო­სი ვაჟი ჰყავს. მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, ნიკა არ­ვე­ლა­ძეს­თან კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ბა­ბუ­ის პა­ტივ­სა­ცე­მად რეზი და­არ­ქვეს.

„პირ­ველ­სა და მე­სა­მე შვილს შო­რის 17 წე­ლია ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა. გრძნო­ბებ­ში გან­სხვა­ვე­ბა არ არის. სიყ­ვა­რულ­ში ნამ­დვი­ლად ვერ გა­ნას­ხვა­ვებ, რამ­დე­ნი შვი­ლიც არ უნდა გყავ­დეს, მაგ­რამ ალ­ბათ რა­ღაც ტვინ­ში ხდე­ბა გა­და­ლა­გე­ბა. მეტი დრო­ის დათ­მო­ბა გინ­და ბავ­შვის­თვის და გე­ნა­ნე­ბა, რომ რა­ღა­ცებ­ში დრო და­კარ­გო, თო­რემ სიყ­ვა­რულს ვერ გა­ნას­ხვა­ვებ ვერ­ცერთ შვილ­ში, ვე­რა­ნა­ი­რად.

პირ­ვე­ლად 22 წლის ასაკ­ში გავ­ხდი დედა, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში არ იყო რთუ­ლი, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­ხმა­რე მყავ­და. მყავ­და ძიძა, მეხ­მა­რე­ბო­და დე­და­ჩე­მი, მე­ო­რე ბე­ბია, დე­ი­დე­ბი... აი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვეხ­ვია გარ­შე­მო. დედა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცდი­ლობ­და, რომ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­ცა ჩემ­თვის. ზუს­ტად ამი­ტომ, და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ვა­ჩი­ნე მე­ო­რე შვი­ლიც. და ახლა ვხვდე­ბი, რომ დე­და­ჩე­მი როცა ბე­ბია გახ­და ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, ალ­ბათ ამის გამო, ცოტა ახალ­გაზ­რდო­ბაც წა­ვარ­თვი, მაგ­რამ მა­ინც კარ­გია.

რე­ზი­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი და სამ­შო­ბი­ა­რო­დან რომ გა­მო­ვე­დი, მე­ო­რე დღეს, არ ვიცი რა­ტომ, ვი­მა­ი­მუ­ნე, საქ­მე გა­მო­ვი­ჩი­ნე და მე­ო­რე დღეს მა­ღა­ზი­ა­ში, წა­ვე­დი, ისე­თი პრო­დუქ­ტი ვი­ყი­დე, რაც არ მჭირ­დე­ბო­და. უმუც­ლოდ, მსუ­ბუ­ქად მინ­დო­და გავ­ლა. თუმ­ცა ტვინ­ში მა­ინც მეჩ­ქა­რე­ბო­და სახ­ლის­კენ და ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით ავირ­ბი­ნე კი­ბე­ზე... ხომ არის რომ კი­ბე­ზე და­გორ­დი, მე კი­ბე­ზე ავ­გორ­დი. ფეხი წა­მოვ­კა­რი და წა­ვი­ქე­ცი. უც­ბად, რა­ღა­ცა სა­ო­ცა­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, გა­უ­საძ­ლი­სი. მივ­ხვდი, რომ რომ ავ­დგე, ფეხს ვე­ღარ ვერ დავ­დგამ. თან სა­დღაც მსმე­ნია, რომ მო­ტე­ხი­ლი ფეხი არ უნდა დად­გა, რომ რა­ღაც უა­რე­სი არ უქნა და ეგ­რე­ვე გა­დავ­რე­კე ნი­კას­თან, მეთ­ქი, მიშ­ვე­ლე, ფეხს ვერ ვდგამ-თქო.

სახ­ლში რომ ავე­დი, მივ­ხვდი, რომ ეს იყო რა­ღაც არა­ნორ­მა­ლუ­რი იყო ტკი­ვი­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­თხრეს, რომ სამ ად­გი­ლას მქონ­და მო­ტე­ხი­ლი და სა­ო­პე­რა­ციო ვი­ყა­ვი. სახ­ლში მი­სულ­მა გა­დავ­ხარ­შე, რომ ეს ჩემი რე­ა­ლო­ბაა და მორ­ჩა! მო­ვი­თხო­ვე ეტლი, ჩავ­ჯე­ქი ამ ეტ­ლში, წინ და­ვი­ყე­ნე ბავ­შვის ეტლი და ასე ვუვ­ლი­დი. რა ძალა მა­კე­თე­ბი­ნებ­და იმ ყვე­ლა­ფერს არ ვიცი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მეხ­ვია გარ­შე­მო, მაგ­რამ ღამე არ ვი­ტო­ვებ­დი არა­ვის. ნუ, თან ბავ­შვიც პა­ტა­რა იყო და მი­წყობ­და ხელს.ასე გა­ვა­ტა­რე ეტ­ლში ორი თვე. 10 დღე­ში გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია, მაგ­რამ მერე ხომ კი­დევ დრო სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მი­მარ­თლებს იმა­ში, რომ არ მაქვს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სია. არ­ცერთ ბავ­შვზე არ მქო­ნია. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ნერ­ვი­უ­ლო ჩა­ვა­ტა­რე და ახლა იწყე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა. ასე ბედ­ნი­ე­რად გა­და­ვა­ტა­რე და შე­ვირ­გე ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბა.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ ვსა­უბ­რობ, ნიკა ძა­ლი­ან კარ­გი მა­მაა. მი­თუ­მე­ტეს, ფე­ხის ამ­ბა­ვი რომ და­მე­მარ­თა, ჩემ­თან ერ­თად იღ­ვი­ძებ­და ღამე, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და, მოკ­ლედ, კარ­გი მა­მაა ნიკა. არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის ოჯახს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ახლა, რაც უფრო და­ვახ­ლოვ­დით და დავ­ნა­თე­სავ­დით, მე ამ ადა­მი­ა­ნე­ბით ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი - აი, ყვე­ლა­ზე საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან დე­და­მი­წის ზურ­გზე“, - განაცხადა ქეთი წიქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×