
ნატო-ს წევრი ქვეყნების ხელთ არსებული რაკეტების მარაგი ამოუწურავი არ არის - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული საჰაერო დარტყმების მოსაგერიებლად დამატებითი რესურსები სასწრაფოდ მოითხოვა.
ალიანსის ყოველწლიურ სამიტამდე რუტემ აღიარა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე რაკეტების რაოდენობა შეზღუდულია.
რუტეს განცხადებით, ნატო „ყველა მიმართულებით მუშაობს“ უკრაინის მიერ მოთხოვნილი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების გაზრდის მიზნით. მისი თქმით, 6 ივლისის ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა, რომლის შედეგადაც, უახლესი მონაცემებით, კიევსა და მიმდებარე რეგიონში 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 85 დაშავდა, „იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობას“ წარმოაჩენს, რომელშიც პუტინი იმყოფება. თუმცა, რუტეს ახალი მიწოდებების შესახებ კონკრეტული პირობა არ დაუდია.