რეზონანსი
07.07.2026

როდესაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ხარვეზებით გამოგდის, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას თავად იწყებ, ამის შემდეგ მინიმუმ ეთერებში ტირილით არ უნდა დადიოდე. ან, თუ მაინც ტირი, ისიც უნდა ახსენო, რომ მანდატურებმა წრე შემოგარტყეს, დაგიცვეს და გადაგეფარნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გახარიას პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, “არც კაცურია, არც ქართულია, არც ქალაქურია”.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოში კაცად, ქართველად და ქალაქელად რომ გიცნობდნენ, ამისთვის შესაბამისი ცხოვრების წესია საჭირო, ხოლო, გახარიას გუნდს, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც იცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგნენ.

“ჩვენს ქვეყანაში, კაცად, ქართველად და ქალაქელად რომ გიცნობდნენ, ამისთვის შესაბამისი ცხოვრების წესია საჭირო. პოლიტიკის მიღმაც უნდა გიცნობდნენ - შენი წარსული და დღევანდელი საქციელებით, და არა ეთერებში ტირილით.

თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ.

ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით…” - წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×