რეზონანსი
07.07.2026

7 ივლისს, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ კანონმდებელს, ბორისლავ ბერეზას, ბევრს გაუჩნდა კითხვა: რა აკავშირებდა მას რუსეთთან ან რა საფრთხეს უქმნიდა ის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ საერთოდ აკავშირებდა რამე? - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ბერეზას საჯაროდ არასდროს გამოუხატავს რუსეთისადმი რაიმე სახის სიმპათია და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში პროდასავლელ პოლიტიკოსად და ბლოგერად რჩებოდა.

სანქციები, რომლებიც უკრაინამ 2014 წელს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც მოსკოვთან და მის მარიონეტებთან ბრძოლის ინსტრუმენტი.

ეს სანქციები აუცილებლად მიიჩნეოდა, რადგან რუსი ჩინოვნიკები და უკრაინიდან გაქცეული პრორუსული განწყობის პირები უკრაინული მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელნი იყვნენ. ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთის მოქალაქეებისა და კრემლის მოკავშირეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავაც რჩება რუსული აგრესიის აღკვეთის მნიშვნელოვან მეთოდად.

თუმცა, კრემლის საწინააღმდეგო სანქციების გარდა, ზელენსკი სულ უფრო ხშირად იყენებს სანქციებს უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ - ეს არის სამართლებრივად საეჭვო პრაქტიკა, რომელიც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა კრიტიკოსებისა და ოპონენტების დასასჯელ საშუალებად იქცეს.

მათგან ბევრი არ არის პრორუსული და მათი ერთადერთი „დანაშაული", როგორც ჩანს, ზელენსკის ადმინისტრაციისადმი ოპოზიციურ განწყობაში მდგომარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×