რეზონანსი
09.07.2026

55 წლის ასაკში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

„საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი გიორგის მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი ღირსეული სამოსამართლო საქმიანობა მნიშვნელოვნად დააკლდება ქართული მართლმსაჯულების სისტემას.

მისი გამორჩეული ადამიანური თვისებები, კოლეგიალობა და კეთილსინდისიერება სამაგალითოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში.

ამ მძიმე წუთებში, ვიზიარებთ ბატონი გიორგის ოჯახის მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×