რეზონანსი
09.07.2026

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 მოსწავლე ამავე სკოლის 2 მოსწავლეს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა - მათ ჯგუფურ ყაჩაღობას ედავებიან. როგორც საქმის მასალებში წერია სკოლის 5 მოსწავლე ბიჭი ამავე სკოლის 2 მოსწავლე ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთი ქუჩაზე "წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა". თავდამსხმელებმა სკოლის მოსწავლეებს "ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა“.

"ბათუმელები" წერს, რომ ბრალდებული არასრულწლოვანები სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია.

"ის თანხა მოსთხოვეს, რაც ჯიბეში ექნებოდათ, ამაზეა ლაპარაკი, ეს იყო უბრალოდ კამათი და ჩხუბი არასრულწლოვან ბავშვებს შორის, სკოლის მოსწავლეებს შორის და არა მატერიალური სიკეთის მიღებაზე... დაზარალებული თავგამოდებით ამტკიცებს, ეს არის ყაჩაღობაო და ეს გაიზიარა პროკურატურამ. კამათსა და კონფლიქტზე ყაჩაღობის ბრალდების წაყენება არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. არამართლზომიერია პროკურატურის ასეთი მიდგომა არასრულწლოვანთან მიმართებით. აქ შესაძლოა ყოფილიყო ძალადობაზე საუბარი, რომ შესაძლოა, არასრულწლოვანმა ტკივილი განიცადა, მაგრამ ყაჩაღობა არის დაუშვებელი. ჯერ ფულადი თანხა არ ჰქონია არასრულწლოვანს და მერე რა თანხა უნდა მოეთხოვათ? არც თანხა არის ამოღებული, თანხა არ წაურთმევიათ და ამიტომ ეს ბრალი არის აბსურდული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს… ჩხუბი და შეხლა-შემოხლა გვქონდა, მანამდე შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომო" - ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე "ბათუმელებთან". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×