რეზონანსი
11.07.2026

თბილისის 89-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო.

მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მან ჩვენს გულებში წარუშლელი კვალი, სითბო და სიყვარული დატოვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!“, - წერს სკოლა სოციალურ ქსელში.

კომენტარებში აღნიშნავენ, რომ  პატარა ნია დიდხანს იბრძოდა ჯანმრთელობისთვის:

„რამდენი იბრძოლა, ბოლოს მაინც ანგელოზად იქცა ჩვენი ნიაკო“ - წერენ გულდაწყვეტილი ადამიანები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×