რეზონანსი
11.07.2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის ივნისში ინფლაციამ 5.6% შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.8%-იან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 5.0%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0.2%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 7.1%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -1.9%; ჯანმრთელობა – 4.7%; ტრანსპორტი – -16.4%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -5.8%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 5.8%; განათლება – 2.5%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 6.8%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 2.4%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 10.2%.

საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×