რეზონანსი
11.07.2026

უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემებით გადაადგილება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთმა არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს გადაადგილება მას შემდეგ შეაჩერა, რაც უკრაინული დრონები 13 რუსულ გემს დაესხნენ თავს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსმა სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა ტვირთების გადამზიდავ კომპანიებს აცნობეს, რომ პარასკევს, ადგილობრივი დროით 18:10 საათიდან, ქერჩის სრუტეში, რომელიც აზოვის ზღვასა და შავ ზღვას აკავშირებს, გადაზიდვის ყველა განაცხადს შეაჩერებდნენ.

განცხადებაში მითითებული არ არის, თუ როდის მოიხსნება შეზღუდვა. „როიტერის“ ცნობით, რუსეთის ხორბლის ექსპორტის მეოთხედი სწორედ აზოვის ზღვაზე გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×