რეზონანსი
11.07.2026

ამაზე მდაბალი ,,გაპრავება" გინახავთ? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ესტონეთის მოქალაქის მიერ თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან მოშარდვის შემთხვევის “ტაბულას” მიერ გაშუქებას.

კერძოდ, “ტაბულა” წერს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 20 პროცენტს ეთნიკურად რუსები შეადგენენ და პოლიციის მიერ დაჯარიმებული აღნიშნული პირიც რუსულად მოსაუბრე იყო.

დეპუტატი მოუწოდებს “ტაბულას” ასე ნუ დაიმცირებენ თავს.

“მართლა ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად,” - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×