რეზონანსი
11.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდა შეინიშნება. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება მიკროსქემების წარმოების დარგში.

ტრამპის განცხადებით, წლების განმავლობაში „დემოკრატები“ ამერიკის მრეწველობას ახრჩობდნენ მგუდავი ბიუროკრატიით, ხოლო ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

„ინვესტიციები ზრდას განაგრძობს! ტრამპის ეფექტი რეალურია! კომპანია Micron-ი აშშ-ში ინვესტიციების მოცულობას კოლოსალურ 250 მილიარდ დოლარამდე ზრდის, რათა მიკროსქემები აქ, აშშ-ში აწარმოოს. წლების განმავლობაში, „დემოკრატები“, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ, მგუდავი ბიუროკრატიით, სრული ეკონომიკური არაკომპეტენტურობით და აბსურდული „ვოუქ“ მოთხოვნებით ამერიკულ მრეწველობას ახრჩობდნენ. ისინი აჩერებდნენ ყველაფერს. მაგრამ ახლა ეს წარსულს ჩაბარდა!

ჩვენ ვაუქმებთ რადიკალი მემარცხენეების ნორმებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს სპობდნენ და ვიწყებთ ახალ პროექტებს. ვაბრუნებთ წარმოებას ამერიკაში და მიწოდების ჯაჭვებს ვაძლიერებთ. ეს მთელი ქვეყნის შრომისმოყვარე პატრიოტებისთვის ათასობით შესანიშნავ სამუშაო ადგილებს ნიშნავს. ნამდვილი ეკონომიკური უსაფრთხოება არის ის, რაც წარმოებულია ამერიკაში“, - დაწერა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×