რეზონანსი
11.07.2026

„კურიერის“ ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა.

მედიის ცნობით, სიგუა აპირებს სამართლებრივ დავას ცილისწამების წინააღმდეგ. საუბარია პოლიციის პოლკოვნიკზე, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

საკუთარი ბრალდებები ქალმა მედიით გააჟღერა. იოსებ სიგუა გეგმავს, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს, როგორც მეუღლის, ასევე კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×