
მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მისი თქმით, ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება.
„ასეთი ქარდი RAF-ს ჯერ არ ჰქონია, რაც სასიხარულოა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებულიყო ეს ღონისძიება.
მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. აღვნიშნავ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება. აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის სპორტული ფორუმების უმაღლეს დონეზე ჩატარება“, - აღნიშნა მინისტრმა.
დღეს, თბილისი, თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს - RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ტურნირზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში მაყურებელს ტელეკომპანია „იმედი“ 20:00 საათიდან შესთავაზებს.