
ტაიფუნი „ბავის“ გამო ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებიდან თითქმის ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მედიის ცნობით, ტაიფუნი ჩინეთის სანაპირო ქალაქ ტაიჯოუს დაატყდა თავს და ამჟამად ჩრდილო-დასავლეთისკენ აგრძელებს მოძრაობას. ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, „ბავის“ სიჩქარემ საათში დაახლოებით 144 კმ/სთ-ს მიაღწია.
მანამდე, ტაიფუნი „ბავი“ ტაივანს დაატყდა თავს, სადაც, სულ მცირე, 113 ადამიანი დაშავდა. ტაივანის მთავრობამ 14 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ამასთან, ტაივანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში 920 საერთაშორისო რეისი გაუქმდა, კუნძულზე ყველა ოფისი და სკოლა დაიხურა.
მედიის ცნობით, ტაიფუნი „ბავი“ უკვე დაატყდა თავს იაპონიაში საკიშიმას კუნძულების ჯაჭვს, სადაც ძლიერმა წვიმამ და ქარმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა.
„როიტერის“ ცნობთ, ტაიფუნს ფილიპინებში, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა.