რეზონანსი
14.07.2026

ნიკა ობოლაძე: თუ (მომავალი) არჩევნები პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დადგება, ოპოზიციისთვის კატასროფა იქნება, რადგან ხალხს არჩევნებისადმი ნდობა არ ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბოიკოტს გამორიცხავს და არჩევნებისთვის ემზადებიან,   გაურკვეველია, რა ფორმითა და წინაპირობებით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ერთიანობისა და საერთო სტრატეგიის არარსებობის ფონზე, ნაწილი წინასწარ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვს, მეორე მხარე კი პროტესტს, ფინანსურ გამჭვირვალობასა და მკაცრი 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებას მიიჩნევს საარჩევნო ყუთებთან გასვლის წინაპირობად.

დიალოგის აუცილებლობა და მოუმზადებელი ოპოზიციის საფრთხე

ოპოზიციონერი პოლტიკოსი, ნიკა ობოლაძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ აუცილებელია საჭიროა პოლიტიკური დიალოგი, რისი სურვილიც ოპოზიციას არ აქვს. მისივე აზრით, ამის გარეშე ოპოზიცია არჩევნებზე მოუმზადებელი გავა, რაც მათთვის კატასტროფა იქნება.

„ჩემი პოზიციაა, რომ პოლიტიკური დიალოგი და შეთანხმება საჭიროა, რადგან ამ ქვეყანაში არჩევნების იდეა დაბრუნდეს. მე ვთვლი, რომ ახლა პოლიტიკური გზა არ არის რევოლუციის მცდელობა და ამაზე მუშაობა. პოლიტიკური გზა უნდა იყოს ოპოზიციის და კრიტიკული საზოგადოების მიერ არჩევნების დაბრუნება. ამაში არ ვგულისხმობ ისეთი არჩევნების დაბრუნებას, სადაც ივანიშვილი ქვეყანაში და „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში არ იქნებიან, ან ვადამდელ არჩევნებს. ეს კარგი იქნება, მაგრამ ამას რეალისტურად არ ვუყურებ. ამიტომ მიმაჩნია, რომ არჩევნების ნდობა უნდა დაბრუნდეს „ოცნების” პირობებშიც კი.

„რაც შეეხება დანარჩენი ოპოზიციონერების პოზიციებს ამასთან დაკავშირებით, მე მათი მხრიდან ამ შეთამხმებაზე მუშაობის სურვილს ვერ ვხედავ მიუხედავად იმისა, რომ არ მომისმენია სხვა რეალისტური გზა - აბა რაზე უნდა ვიმუშაოთ? - სვავს  კითხვას პოლიტიკოსი.

ნიკა ობოლაძის აზრით, ოპოზიციას ბოიკოტის კამპანია არა აქვს:

„ვერ ვიტყოდი, რომ ენმ-ში, რაც ხდება მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. თუმცა ის, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა და შეიძლება ყველა ფიქრობს, არჩევნებზე გასვლა მოუწევთ და გავლენ კიდეც, დარწმუნებული ვარ. მე ვხედავ, ოპოზიციას ბოიკოტის კამპანია არ აქვს, როცა ჰქონდათ, არ იმუშავა და არ გააძლიერა. ამას ოპოზიცია კარგად ხვდება. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში ყველა მათგანი მიიღებს მონაწილეობას.

„ჩემი აზრით, ერთიანობა თვითმიზანი არაა. მინიმუმ თანმიმდევრულობა და სტრატეგიის გააზრებაა საჭირო, რაც ოპოზიციას არ აქვს. ასევე პოლიტიკური კომპეტენციის დადებაა აუცილებელი, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციას ესეც არ აქვს. ამიტომ ტრადიციული ოპოზიციისგან მაინც და მაინც დიდ ფერისცვალებას და იმას, რომ არჩევნებს მომზადებულები შეხვდებიან, არ ველოდები. საჭიროა წარსულის შეცდომები გავიაზროთ და შემდეგ არჩევნებს გაცილებით მომზადებულები შევხვდეთ“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

„ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური აქტორის, მათ შორის ახალი პარტიების მიზანი არჩევნებში მონაწილეობაა და ვფიქრობ, ბოლოს ამის შედეგი დადგება. უბრალოდ თუ ეს არჩევნები პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დადგება, ოპოზიციისთვის კატასროფა იქნება, რადგან ხალხს არჩევნებისადმი ნდობა არ ექნება. ეს ერთის მხრივ მოიტანს იმას, რომ თითქოს კონკურენტური არჩევნები ჩატარდა და ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილებას, მაგრამ ოპოზიციის ამომრჩეველი არ იქნება წარმოდგენილი, რადგან ორი წელია კამპანიას მართავენ - ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს. კი, ვიცი, რომ ოპოზიცია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ კითხვა მაქვს -იქნება კი ოპოზიციის ამომრჩევლები? 

  • ნიკა ობოლაძე: ამ ქვეყანაში არჩევნების იდეა დაბრუნდეს. მე ვთვლი, რომ ახლა პოლიტიკური გზა არ არის რევოლუციის მცდელობა და ამაზე მუშაობა.

„მე მგონია, რომ ვინც პოლიტიკური პროცესების შედეგად აღმოჩდნენ საპატიმროებში, უდიდესი ნაწილი სრულიად უსამართლოდ. ვიღაცამ შეიძლება რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ვინც ამ გზით მოხვდნენ ციხეში, მათ შორის 4 ოქტომბრის შედეგად, გარეთ უნდა იყვნენ, ქვეყანას ასე სჭირდება. ესეც უნდა იყოს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გათავისუფლება დადებითი მოვლენაა და მეტი არ ექნება”,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ „რეზონანთან”.

პარტია „ხალხისთვის” თამჯდომარე, ანა დოლიძე მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში უარყოფს ხელისუფლებასთან დილოგსა და არჩევნებზე წასვლის:

„მგონია, რომ წამდაუწუმ ამ საკითხზე დაბრუნება ზუსტად ისე, როგორც მუდამენმ-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, ჰაერიდან მოტანილი თემებია იმ პარტიებისთვისაც, რომლებსაც კონკრეტული დღის წესრიგი არ აქვს. ჩემი პარტიისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური პირის კონკრეტული თემები და არა ის, თუ რა იქნება ორი წლის შემდეგ და ა.შ. 

„ ჩვენ გვაქვს იტალიელ პარლამენტარებთან მუშაობა. (პრემიერმა) კობახიძემ ცოტახნის წინ  განაცხადა, რომ მას შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჰქონდა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. თუმცა ეს ასე არ არის. იტალიის პარლამენტში დისკუსია ქართულ თემებზე გაიმართება,  რადგან პასუხი საგარე საქმეთა მინისტრმა მოითხოვოს - საერთოდ რატომ მოხდა შეხვედრა. ყოველდღიური კავშირი მაქვს ჩვენს პარტნიორებთან, რომ საქართველოს თემა დღის წესრიგიდან არ ჩამოვიდეს. 

„ჩვენი მიზანი იყო, რომ დაგვეცვა უვიზო მიმოსვლა და მეორე, მათ კავშირი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ქართველ ხალხთან და „ოცნებასთან” სანქციების ენით, იქამდე სანამ რამე არ შეიცვლება”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

პოლიტიკოსი ახალ პარტიებზე საუბრისას აღნიშნავს რომ კითხვა უნდა დაისვას - საიდან აქვთ ამხელა თანხები.

„გამჭვირვალე უნდა იყოს ის ფული, რითიც ეს ხალხი პოლიტიკაში აპირებენ ყოფნას, რადგან მცდელობა იქნება ახალი, კომფორტული ოპოზიცია შეიკეროს. ამიტომ როცა ამ პარტიებს ვხედავ, ყოველთველთვის პირველ კითხვას ვსვამ - საიდან არის  ყოველთვიურად ათიათასობით ლარის საშუალება? ეს კითხვა უნდა დაისვას, რადგან მცდელობა იქნება შეიქმნას, წყნარი, მართული ოპოზიცია”.

ჟურნალისტი ეკითხება: „მაგალითად, თქვენც ბოიკოტში წახვედით და ისინიც. ისინი, რომ მაგალითად, პარლამენტში შესულიყვნენ და თქვენ არ გდომებოდათ ეს, შეიძლება გეთქვათ, რომ აი, გილაურის ფულმა შეიყვანა ისინი პარლამენტში. სად აცდით ისე, რომ დაინახეთ ამ ფულის გავლენა პროცესზე?“

რა გეგმა აქვს ოპოზიციას

დროას“ ლიდერის, გიგა ლემონჯავას აზრით, შეცდომები იყო, თუმცა  აუცილებელია გარკვეული რაღაცების შეცვლა.

„სინამდვილეში ალიანსის შინაარსი ხომ ის არის, რომ არსებობს აქცია, სანქცია და ალტერნატივა, მოკლე ჯამი იმისა, როგორ უყურებენ ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები გამარჯვების გზას. მე აბსოლუტურატ დარმუწნებული ვარ ამ სტრატეგიის სისწორეში. ეს რეჟიმი უნდა მოიგუდოს. თუ ასე არ მოხდა, ვერ მივიღებთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

გიგა ლემონჯავა: 26 მაისს საოზგადოებამ ოპოზიციას მანდატი მისცა, მაგრამ ვერ გაამართლა, რადგან ყოველთვის არის სუბიექტური ფაქტორებო, რაც ყოველჯერზე ხელს უშლის.

„არსებობს ბუნებრივი სუბიქტური ფაქტორები, რომლებიც ხან არჩევნების წინ, ხან არასააარჩევნო პერიოდში ხელს უშლიან ამ ტიპის ერთიანობას. უბრალოდ საბოლოო ჯამში გამარჯვების სხვა სტრატეგია, არ არსებობს. პოლიტიკური კლასი რაც მალე გაიაზრებს ამას, მითუ უკეთესი იქნება. 

„ჩემი აზეით, ოპოზიციის 26 მაისის აქცია უნდა გამომდგარიყო შესანიშნავი ტრამპლინი იმისათვის, რომ ოპოზიციურ ალიანსს გაეგრძელებინა საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა. 26 მაისის შემდგომი პერიოდი გაშვებული პოლიტიკური შანსი იყო. საოზგადოებამ ოპოზიციას მანდატი მისცა, მაგრამ ვერ გაამართლა, რადგან ყოველთვის არის სუბიექტური ფაქტორებო, რაც ყოველჯერზე ხელს უშლის“, - აცხადებს იგი.

გიგა ლემონჯავას 3-პუნქტიანი გეგმა აქვს:

„პირველ, რაც გასაკეთებელია არის ის, რომ საინფორმაციული დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, რადგან იქიდან პროპაგანდისტული მანქანა გვებრძვის. მარტო „იმედში” ხელსუფლება წელიწადი 350  მილიონ ლარს ხაჯავს. კრიტიკული მედიასაშუალელბები ვერ ფარავენ ყველა იმ სეგმენტს, რომლის მომხრობა პროტესტში ჩართვაა.

ოპოზიციური ალიანსი აუცილებლად იპოვის გზას, როგორ უნდა შევასრულოთ მიზნები. თუმცა უნდა ვთქვა, რომ საჭიროა პროტესტის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა. საინფორმაციო პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა საჭიროა იმისღვის, რომ პროტესტში ბევრი ადამიანი ჩაერთოს. პროდასავლურ პარტიებს ამის პასუზიხმგებლობა აქვთ და არა რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციას. ხო დავინახეთ, რას გამოჰყავს ხალხი ქუჩაში. ამიტომ ეს უნდა გაგრძელდეს.

მესამე,  მნიშვნელოვანია საგარეო ფრონტის შექმნა. იმისათვის, რომ მეტი სანქცია იყოს, ჩვენს საგარეო პარტნიორებს სჭირდებათ დანახვა, მასთან ადეკვატური ხალხია და მზად არის ამ რეჟიმის შემდეგ ეს ქვეყანა მართოს”, - თქვა ლემონჯავამ.

თენგო თევზაძე: ჩვენ ოპოზიციაში ტივტივისთვის არ ვიბრძვით, არც ოპოზიციაში საუკეთესო ადგილისთვის. სამართლიან არჩვენებში მონაწილეობა,  გვინდა, ოღონდ ალიანსის 6 პირობით.  

„კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, თენგო თევზაძე ამბობს რა შემთხვევაში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას:

„მე ღიად ვამბობ, რომ „კოალიცია-ცვლილებებისთვის” და მასში შემავალი სამივე პარტია გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენ ოპოზიციაში ტივტივისთვის არ ვიბრძვით, არც ოპოზიციაში საუკეთესო ადგილისთვის. სამართლიან არჩვენებში მონაწილეობა,  გვინდა, ოღონდ ალიანსის 6 პირობით.  „ოცნებისგან” არ ველოდები, რომ  ივანიშვილი ხვალვე წავა ქვეყნიდან.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ოცნება” ამ პირობებს დათანხმდეს. აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ სხვებიც შემოგვიერთდნენ ამ 6 პუნქტიან გეგმაზე. თუ ასე მოხდა და გარეთ პროტესტი იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება” ამაზე წავა.

ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა, ოღონდ ეს უნდა იყოს სამართლიანი, ლიდერები ციხიდან უნდა გამოვიდნენ და პოლიტიკური დევნილები ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ და არჩევნებში მონაწიელობა მიიღონ. ასევე, ემიგრანტის ხმა უნდა დაბრუნდეს”,- განაცხადა თენგო თევზაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×