რეზონანსი
15.07.2026

კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა, 14 ივლისს ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა, დაშავებულია კიდევ 1 ადამიანი.

გარდაცვლილი გოგონა თამო მოდრეკილიძეა.

„შეყვარებული 2 წლის წინ დაეღუპა, სულ მას მისტიროდა, მასთან მინდაო. ქვათახევის გზაზე მოხდა, ავარია, 6-7 ადამიანი იჯდა მანქანაში, ეგ უკანა სავარძელზე იჯდა, გოგოებთან. ამბობენ, რომ ავტომობილი ხეს შეეჯახა. კლინიკაში რომ მივედით უკვე გარდაცვლილი იყო. ყველა გადარჩა, მხოლოდ თამო დაიღუპა" - ამბობს

გოგონას ახლობელი.

მძღოლი დაკავებულია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×