მარიამ ვეკუა
15.07.2026

იუმორისტულ გადაცემა „ისაუბრეს“-ში პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გაკეთებულმა სარკასტულმა კომენტარმა სკანდალი გამოიწვია. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ, ეტლით მოსარგებლე დეპუტატის, რატი იონათამიშვილის მისამართით გაჟღერებული რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა. უფლებადამცველები მომხდარს შშმ პირთა დისკრიმინაციად და სტიგმის გაძლიერებად აფასებენ, თავად ცხადაძე კი აცხადებს, რომ ეს იყო უბრალოდ „არასწორი ხუმრობა“ და არა ბულინგი.

სანდროცცხადაძემ „ისაუბრეს“ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა. ცხადაძემ მომხდარი ჩხუბი „თანაბარ ბრძოლად“ შეაფასა.

„იყო ჩხუბი... აბსოლუტურად თანაბარი ჩხუბი იყო. იმათი მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჩხუბში. ამათი მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას, პირველ სიჩქარეში“- თქვა ცხადაძემ  ჩანაწერში.

სანდრო ცხადაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს იყო “არასწორო ხუმრობა”

“არასწორი ხუმრობა იყო ამ სოციუმისთვის და ჩემი მდგომარეობისთვის, შშმ პირების ბულინგი ნამდვილად არ იყო, თავისიანმა კრა ხელი რატი იონათამოშვილს, ვიდეოშიც ჩანს, საშინელება მოაწყვეს და ახლა ამ არაფრის მომცემ ხუმრლბაზე საუბრობენ”.

ცხადაძე ბოდიშს უხდის იმ შშმ პირებს, რომლებსაც ეს ეწყინათ.

“ყველა შშმ პირთან ვიხდი ბოდიშს, თუ ვინმეს ეწყინა, მამაჩემიც კოჭლობდა და შშმ პირის პენსია ჰქონდა და კი გადაჰყვა ამდენ ნერვიულობას.

ათობით შშმ პირს დავხმარებივარ ჩემი სამედიცინო კარიერის დროს, ჭკუას ვისწავლი აუცილებლად და ბოლოს და ბოლოს დავიჯერებ სად ვცხოვრობთ” - ამბობს “რეზონანსთან” 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე.

შშმ პირთა უფლებადამცველები

კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, შშმ პირთა უფლებადამცველი თინათინ რევაზაშვილი, რატი იონათამიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცინიკურ ვიდეომიმართვას ეხმაურება. უფლებადამცველი გმობს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ხაზს უსვამს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეურაცხყოფისა და დაცინვის შესანიღბად.

„არა მარტო ის, რომ ფაქტობრივი უზუსტობაა ამ პატარა ვიდეოში, რადგან რატი საერთოდ არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში, თვითონ რესპონდენტი მოიხსენიებს ეტლით მოსარგებლე პარლამენტარს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტონით. ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, დაცინვით და დისკრიმინაციული ტონით მოხსენიება, რაღაც ინიღბება აზრის გამოხატვის თავისუფლების სახელით. 

მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრიბუნიდან ხდება მსგავსი დამამცირებელი ტონით შშმ პირების მოხსენიება ეს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს იმ სტიგმას რაც არის საზოგადოებაში და რასაც ძალიან ბევრი წელია ვებრძვით. ეს მათი პირადი აზრი კი არ არის, არამედ ეს ცდება ყველა საზღვარს და ქმნის განწყობას, რომ დისკრიმინაციული განწყობა მისაღებია შშმ პირების მიმართ“, - აცხადებს თინათინ რევაზაშვილი.

შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დაცინვა ინიღბება აზრის გამოხატვის თავისფულებით“ - ასეთია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებადამცველების პოზიცია ცხადაძის ირონიულ და ცინიკურ გამონათქვამთან დაკაშვირებით. 

დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება - ასე აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×