
ბათუმში გრანდიოზულ ქორწილი გაიმართა. ღვთისმშობლის ტაძართან მისასვლელი გზა დროებით ჩაკეტილიც იყო.
აღმოჩნდა, რომ ბათუმში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ე.წ. რკინის კაცის, კახა თარგამაძის შვილი სალომე თარგამაძე დაქორწინდა თავის რჩეულზე, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟ გიგაზე, რომელიც ბერა ივანიშვილის მეგობარია და ბერა იყო სწორედ მისი მეჯვარე.
ჯვრისწერის ცერემონია კი მამა შალვა კეკელიამ ჩაატარა.
ქორწილს ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის, პატარძლის დედის - თამუნა ჯაფარიძის მეგობარი ცნობილი მოდელები - ირინა ონაშვილი, ლალი ტოტიკაშვილი, ასევე - მადონა კოიძე, რომლის მეგობრის ვაჟიც არის სიძე.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე