რეზონანსი
19.07.2026

დიდ ბრიტანეთში, 10 წლის გოგონას, რომელიც მიგრანტებისგან ფორმირებული არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზებული ჯგუფების მსხვერპლი გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეძავი“ უწოდეს.

კონსერვატორმა პარლამენტის წევრმა, კრის ფილპმა, არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების სკანდალთან დაკავშირებული საქმეების რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

ფილპის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები 10 წლის გოგონებსაც კი „მეძავად“ ან „დანაშაულის თანამონაწილედ“ მოიხსენიებდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვერპლის მამამ განაცხადა, რომ ორჯერ დააკავეს, როდესაც ცდილობდა, თავისი ქალიშვილი გაუპატიურებისგან დაეცვა. კრის ფილპის თქმით, ამ სისტემური მარცხის გამო, დღემდე არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი სათანადოდ არ ყოფილა პასუხისმგებლობაში მიცემული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×