რეზონანსი
19.07.2026

"არ მე­ცო­დე­ბა უზ­რდე­ლი და თავ­ხე­დი ადა­მი­ა­ნი, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, არ იცავს მის წე­სებს და პა­ტივს არ სცემს მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას" - აღ­ნიშ­ნუ­ლით მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თუ საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბამ­დე მი­ვი­და, მა­შინ მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი კი არ უნდა შე­ფას­დეს, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქმე­დე­ბე­ბიც, რომ­ლებ­მაც პრო­ვო­კა­ცია მო­ახ­დი­ნეს

"ქალ­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ამ ქა­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს პრო­ვო­კა­ცია - ჩა­უ­შა­ლეს ადა­მი­ანს ქორ­წი­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ნეფე-პა­ტარ­ძალს და და­ძა­ბუ­ლო­ბა უკი­დუ­რეს ზღვრამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

არ მე­ცო­დე­ბა უზ­რდე­ლი და თავ­ხე­დი ადა­მი­ა­ნი, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, არ იცავს მის წე­სებს და პა­ტივს არ სცემს მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას.

თუ საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბამ­დე მი­ვი­და, მა­შინ მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი კი არ უნდა შე­ფას­დეს, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქმე­დე­ბე­ბიც, რომ­ლებ­მაც პრო­ვო­კა­ცია მო­ახ­დი­ნეს, მათ შო­რის აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ინ­ცი­დენ­ტის გა­მოწ­ვე­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბიც!" - წერს ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნავს, რომ თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნე­ბელ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სას­ტუმ­როს ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ პი­რებს და წყა­ლი და­ას­ხეს აპა­რა­ტუ­რას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალს. და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×