რეზონანსი
20.07.2026

მსოფლიო ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომის ფონზე, კვლავ ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ლონდონის ICE ბირჟაზე ორშაბათს დილით, Brent-ის მარკის ბარელი ნავთობი 90,8 დოლარი ღირდა, რაც წინა ვაჭრობის დახურვის მაჩვენებელზე 2,8%-ით მეტია. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 90 დოლარს ივნისის შუა რიცხვების შემდეგ პირველად გადააჭარბა.

ძვირდება ამერიკული WTI მარკის ნავთობიც. 20 ივლისის დილას მისი სექტემბრის ფიუჩერსები 84,7 დოლარი ღირდა, რაც 2,2%-იან ზრდას ნიშნავს.

ნავთობის კოტირებების ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკავშირდება, რომლის მსვლელობისას ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებს ესხმის თავს. აშშ აცხადებს, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმების საპასუხოდ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიაქვს დარტყმები. თავის მხრივ, ირანი მეზობელ ქვეყნებში მდებარე იმ სამხედრო ობიექტებს უტევს, რომლებიც აშშ-სთანაა დაკავშირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×