რეზონანსი
20.07.2026

თე­ლა­ვის სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლის ად­ვო­კა­ტის, ლალი აფ­ცი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი გუ­შინ გა­მო­ი­კი­თხნენ და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ აკ­რძალ­ვა­ზეც გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აფ­ცი­ა­ურ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც აფ­ცი­ა­უ­რი გან­მარ­ტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ქალი ქორ­წი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

„უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი - რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მათ შო­რის, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ცაა. რა თქმა უნდა, გა­მო­ი­კი­თხნენ, ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, აღ­წე­რეს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი. მოკ­ლედ გე­ტყვით, რად­გან გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი მეც და ამ გო­გო­ებ­საც“, - აცხა­დებს აფ­ცი­ა­უ­რი.

კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს თუ არა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყოს, რად­გან და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს კის­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

"მე იუ­რის­ტი ვარ და წი­ნას­წარ ამის გა­მო­რი­ცხვა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რი ძი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ორ­გა­ნოს­თან არ გვქო­ნია. ელე­მენ­ტა­რუ­ლად დად­გე­ნა უნდა, [და­კა­ვე­ბულს] ვინ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა, რად­გან კად­რებ­ში, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, ამ გო­გო­ნას­გან რომ ყე­ლის არე­ში რამე შე­ხე­ბა ჰქონ­და, არ ჩანს. მახ­რჩობ­დაო ამ­ბობს, ეს გოგო 60-კი­ლო­ი­ა­ნია და დათ­ვის ხე­ლე­ბი სა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა მის ყელ­ზე, ვერ გე­ტყვით. და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, თუ ექ­ნე­ბა ეს გა­მო­ძი­ე­ბას, არც ეს არის პრობ­ლე­მა“, - აცხა­დებს აფ­ცი­ა­უ­რი.

კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებს, სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბას ად­გი­ლი, ად­ვო­კა­ტი ამა­საც გა­მო­რი­ცხავს.

"ამ ქორ­წილ­ში, 120 კაცი იყო მოწ­ვე­უ­ლი, თუ ასეთ ფაქტს ად­გი­ლი ჰქონ­და და გრძელ­დე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ვი­ჯე­რო, ფან­რი­ა­ნი „ნო­კი­აც“ არა­ვის ჰქონ­და, რომ გა­და­ე­ღო?“, - აცხა­დებს აფ­ცი­ა­უ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ო­მა­სა­ლას, სა­დაც ქორ­წი­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ კარ­გად მოქ­ცე­ვის­კენ, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი არაა, ვის­გან და­ი­წყო ინ­ცი­დენ­ტი.

„ასე დავ­დგე­ბი კორ­პუს­თან და იმ­დენ მო­წო­დე­ბას გა­ვა­კე­თებ, რომ ვერ და­ით­ვა­ლოთ. რა­ტომ და ვის­გან და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­ტომ არ აქვთ? ან ეს გო­გო­ნე­ბი რა პა­სუხს სცე­მენ? დად­გა ქვე­მო­დან და ხე­ლე­ბის ქნე­ვით ჩა­ა­ტა­რა მი­ტინ­გი, რაზე, რის გამო, ხომ უნდა ვი­ცო­დეთ?“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ჩა­კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა მათი მხრი­დან აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბას, სი­თხის გად­მოს­ხმას ად­გი­ლი, ასე პა­სუ­ხობს:

"არ გა­გიკ­ვირ­დეთ რომ ვი­ცი­ნი. „და­გუ­გ­ლეთ“ ეს სას­ტუმ­რო და ნა­ხეთ, რო­გო­რია. რა უნდა გად­მო­ას­ხათ იქი­დან ისე­თი, რომ ის გად­მო­ა­ცი­ლოთ ორ სა­ხუ­რავს და აპა­რა­ტუ­რას და­ეს­ხას? ჩა­ხე­დეთ სუ­რათს და მიხ­ვდე­ბით... და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არის ერთი, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი. გა­და­ხე­დეთ, სუ­რათს, ზუს­ტად ის აი­ვა­ნი ჩანს, სა­დაც ეს გო­გო­ნე­ბი იდ­გნენ და ეს ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.... ქვე­მო­დან რომ აგი­ნებ­დნენ, ეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ და უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­დნენ, ამის კად­რე­ბი არის“, - აცხა­დებს აფ­ცი­ა­უ­რი.

კი­თხვა­ზე, თუ ასე­თი კად­რე­ბი არ­სე­ბობს, რის გამო აგი­ნებ­დნენ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ „მათი მხრი­დან შამ­პა­ნუ­რის გახ­სნა არ მო­ე­წო­ნათ“.

"ისი­ნი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­მო­ვიდ­ნენ, აი­ვან­ზე გახ­სნეს შამ­პა­ნუ­რი და ამას მოჰ­ყვა ეს ყვე­ლა­ფე­რი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ მი­თუ­მე­ტეს, იმ ქმე­დე­ბას, რა­საც ამ­ბო­ბენ, რომ აფურ­თხებ­დნენ, წყალს ას­ხამ­დნენ. სხვა­თა შო­რის, იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, წვიმ­და“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

კი­თხვა­ზე, წვი­მამ და­ას­ვე­ლა თუ არა აპა­რა­ტუ­რა, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ „არ იცის“.

"არ ვიცი, მე ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით გაწ­ვდით. აპა­რა­ტუ­რა გა­ფუჭ­და? ექ­სპერ­ტი­ზამ დადო დას­კვნა, რომ გა­ფუჭ­და? აპა­რა­ტუ­რის მე­პატ­რო­ნეს ჰკი­თხავ­დნენ, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, ახლა არ არის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, უკ­რავს, მაგ­რამ 3 დღე­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ფუჭ­დე­სო“, - გა­ნა­ცხა­და აფ­ცი­ა­ურ­მა.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან სას­ტუმ­როს გან­მარ­ტე­ბით, მათ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბამ­დე გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ „ეს თემა ჯერ არ გა­ურ­კვე­ვია, ვი­ნა­ი­დან გვი­ან ჩა­ვი­და“.

კი­თხვა­ზე, აქვთ თუ არა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის აკ­რძალ­ვა, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ისი­ნი ამა­ზე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"გაფრ­თხი­ლე­ბა აქვთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე არ უნდა და­ტო­ვონ ქვე­ყა­ნა და არც ტო­ვე­ბენ... ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვის და­ნა­შა­ულ­ზე აგებს პა­სუხს, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, თუ ვინ­მე უცხო პირი, ვინც და­ნა­შა­ულს ჩა­დის, ყვე­ლა პა­სუხს აგებს“, - გა­ნა­ცხა­და აფ­ცი­ა­ურ­მა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×