რეზონანსი
25.07.2026

 მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არის, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს მის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას და ამ ეტაპ­ზე არ არის სა­ჭი­რო მისი მხრი­დან ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა, - ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ზე, 17 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბი­სა და 3 პი­რის დაჭ­რის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ნიკა კა­პა­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი აბ­სან­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რა სა­ხის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­და­წყვეტს.

"თითი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ეტყო­ბა არ იძ­ლე­ვა ჯან­მრთე­ლო­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სა­სა­მარ­თლო­ში ჩა­ტარ­დეს პრო­ცე­სი.

ადა­მი­ა­ნი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ მისი ჩვე­ნე­ბა ახლა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არის, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს მის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას და ამ ეტაპ­ზე არ არის სა­ჭი­რო მისი მხრი­დან ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა.

მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა ჰქონ­და წარ­სულ­ში და ია­რა­ღი მას­თან ინა­ხე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­კვეთს, აღ­კვე­თის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა რომც მო­ვი­თხო­ვო, ეს ალო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა მისი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, გი­რა­ო­თი რომ გა­მო­უშ­ვან, რა მოხ­დე­ბა მაგ შემ­თხვე­ვა­ში?" - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი აბ­სან­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 42 წლის ნიკა კა­პა­ნა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, დღეს, ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტარ­დე­ბა. მას 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას და 3 პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან ერ­თად სხვა ბრალ­დე­ბე­ბიც აქვს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

ცნო­ბის­თვის, 22 ივ­ლისს, ვე­რა­ზე, შა­ნი­ძის 31-ში, გვი­ან ღა­მით, ნიკა კა­პა­ნა­ძის კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი და­იჭ­რა, ერთი მათ­გა­ნი - 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 42 წლის ნიკა კა­პა­ნა­ძე მის კუთ­ვნილ სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია. ამას­თან, მას დე­დის, დოდო ოდი­შა­რი­ას მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი. ამას­თან, დედა კა­პა­ნა­ძის ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფე­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა. "ალფა რო­მე­ოს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­თხე დაჭ­რილს, ის ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას გას­რო­ლი­ლი ტყვია მოხ­ვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×