
გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. ბოლო, 24 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 5.2 დოლარით გაიზარდა და 4 053 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ოქროს ფასი 0.13%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 0.38%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო წლიურად 21%-იანი მატება ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი მცირედით, 0.38 დოლარით (დღის ჭრილში +0.65%) გაიზარდა და 1 უნცია 58.16 დოლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 0.9%-ით გაიაფდა, ხოლო წლიურად 51%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
1 გრამი 999 სინჯის ოქროს საშუალო ფასი გუშინ 352 ლარი იყო, დღეს კი გრამის ფასი 354 ლარამდეა გაზრდილი.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯი ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. კერძოდ, გუშინ ფასი 5.11 ლარის ფარგლებში იყო, დღეს კი საშუალოდ 5.08 ლარი ღირს.