რეზონანსი
26.07.2026

103-ე ბაგა ბა­ღის თა­ნამ­შრო­მელ­მა, 29 წლის ლელა ფარ­ტე­ნა­ძემ ბა­თუმ­ში, ზღვა­ში დახ­რჩო­ბის­გან პა­ტა­რა ბიჭი გა­და­არ­ჩი­ნა: ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

"მინ­და იც­ნობ­დეთ ამ სა­ო­ცარ ადა­მი­ანს, ჩვე­ნი უბ­ნის მკვიდრს, 103-ე ბაგა ბა­ღის თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­მაც ბა­თუმ­ში ზღვა­ში დახ­რჩო­ბას გა­და­არ­ჩი­ნა სხვი­სი შვი­ლი და ამ დროს თა­ვი­სი 3 წლის პა­ტა­რა ზღვის ნა­პირ­ზე და­ტო­ვა. და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­ეშ­ვა ტალ­ღებ­ში სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე მცი­რე წლო­ვან შვილ­თან ერ­თად კი სას­წორ­ზე დადო. ამას იმი­ტომ ვწერ, რომ გული მტკი­ვა ზოგ­ჯერ ისე­თებს გა­მო­ის­ვრით ხოლ­მე აღ­მზრდე­ლე­ბის მი­მართ - ღირ­სე­ბა შე­ლა­ხუ­ლი, უთავ­მოყ­ვა­რეო ფულ­ზე გა­ყუ­დუ­ლე­ბი გგო­ნი­ვართ. ჩვენც გვაქვს გული და ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გმი­რი ხარ,"- წე­რენ გლ­და­ნის და­ხუ­რულ ჯგუფ­ში.

"დღეს სან­რე­მოს ხიდ­თან, ბიჭი რომ დახ­რჩო­ბას გა­და­არ­ჩი­ნე, იმ გო­გოს მინ­და უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ.ამ გო­გოს გარ­და, კი­დევ ბევ­რი გა­იქ­ცა საშ­ვე­ლად, მაგ­რამ ამ გო­გომ ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­რის­კა. პირ­ვე­ლი გა­იქ­ცა, მი­თ უ­მე­ტეს ბავ­შვებ­თან ერ­თად იყო. შენ იბედ­ნი­ე­რე შენი შვი­ლე­ბით, უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი ხარ, ზღვა მად­ლო­ბა თქვენ. თუ წა­ი­კი­თხავთ, გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რეთ, მე შორს ვი­ყა­ვი, რომ და­მე­ნა­ხეთ და და­მე­მახ­სოვ­რე­ბი­ნეთ, თუმ­ცა დღეს ყვე­ლა იქ მყო­ფი შენ­ზე სა­უბ­რობ­და. ყო­ჩაღ, ასე რომ გა­რის­კე სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე...” - წერს მელ გორ­გა­ძე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომხდარს თა­ვად ლელა ფარ­ტე­ნა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "გულ­წრფელ მად­ლო­ბას გიხ­დით თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ასე­თი სით­ბოს­თვის, მხარ­და­ჭე­რი­სა და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვის. რო­გორც დე­დამ, იმ წამს სხვაგ­ვა­რად ფიქ­რიც კი ვერ შევ­ძე­ლი. ​თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის და­ლოც­ვა უზო­მოდ ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს ყვე­ლა!"

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×