რეზონანსი
26.07.2026

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს უკვე მესამე ასეთი ინციდენტია.

„დღეს დილით, 10:13 საათზე, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა F-16 რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, სულინა-კილიას რაიონში, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო", - დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მან მადლობა გადაუხადა რუმინელ პილოტებსა და სახმელეთო ეკიპაჟებს პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და ეფექტიანობისთვის, რომლითაც ისინი თავიანთ ამოცანებს ასრულებენ.

მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, პარასკევს დილით ჩამოგდებული დრონი „შაჰედის" ტიპისაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„მიუღებელი და დაუშვებელია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ამავდროულად ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მათ მაქსიმალური სერიოზულობით ვეკიდებით. ამ განმეორებად დარღვევებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული", - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა ცოიუს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×