
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს. ამ თემაზე მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს ან საჭიროების შემთხვევაში გააკრიტიკოს, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ თუ ეს ბრიტანეთის ინტერესებში იქნება, მზადაა განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს.
„ჩემი ძლიერი მხარე ხალხთან, საზოგადოებასთან სიახლოვეა და ეს პრემიერ-მინისტრის რანგშიც არ შეიცვლება. პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვა. ეს არის ის, რაც მოგეთხოვება, თუ გსურს, რომ ეს საქმე ჯეროვნად შეასრულო", - განაცხადა ბერნემმა.