რეზონანსი
26.07.2026

ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაძაბული გამოსვლების, სამი სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა.

მამაკაცთა შორის კი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფრანგმა საშა დექსუნმა დაიკავა. ამ წუთებში ჩემპიონატი ფიგურების ფინალური გამოსვლებით გრძელდება, სადაც მედლების მორიგი კომპლექტი განაწილდება.

ფინალების დასრულებისთანავე, ტბის მთავარ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებისა და ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×