რეზონანსი
26.07.2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში საკუთარ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი, 38 წლის შალვა აფთარაშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა. ბოლო ხანს თბილისში მუშაობდა, მოგვიანებით კი სოფელში დაბრუნდა და გარკვეული დროის განმავლობაში, სოფლის მეურნეობას მისდევდა.

როგორც კოლაგში ამბობენ, მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ადგილზე მისულ მეზობლებს კი გარდაცვლილი დახვდათ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია. თუმცა, ზუსტი მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×