რეზონანსი
27.07.2026

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.

მინისტრი ბაღდათის, ხონის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და ქუთაისში მოქმედ საწარმოებს ეწვია, სადაც ადგილზე გაეცნო მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების, თაფლის წარმოების, აკვაკულტურის, ქართული ნუგბარის, მზა კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების პროცესებს, ასევე დაათვალიერა საწარმოების ინფრასტრუქტურა და გაეცნო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საწარმოო შესაძლებლობებს.

"დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტ ქართულ საწარმოს შევუქმნათ განვითარების, წარმოების გაფართოებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, რათა ქართული ხარისხი კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი მსოფლიოს ბაზრებზე", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აგრძელებს რეგიონებში ჩასვლას და ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას. შეხვედრების ფარგლებში მინისტრი ეცნობა მათ საქმიანობასა და წარმოების პროცესს. ასევე განიხილება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროგრამები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×