რეზონანსი
27.07.2026

თუ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, მაშინ სამხედრო მოქმედებებს დავუბრუნდებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა Axios-ს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეჩერების გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რათა მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა.

„ჩვენ ირანთან ძალიან ღრმა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ძალიან ძლიერ სამხედრო მოქმედებებს დავუბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, შეთანხმების მიღწევის მიზნით დიპლომატიას დიდ დროს არ მისცემს.

„ეს ან სწრაფად მოხდება, ან საერთოდ არა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×