რეზონანსი
28.07.2026

გურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროში, იაპონელი ტურისტი, 30 წლამდე ქალბატონი, გუშინ წინ, ღამით გააუპატიურეს;

პოლიციამ მომხდარზე 30 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი ამ წუთებში დააკავა;

ამბავი”გურიის მოამბეს” დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა, თუმცა გაუპატიურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით, იაპონელი ქალბატონის დაჟინებული თხოვნით მოხდა;

“გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს, წაყვა კოტეჯში, ბევრი იცინეს, ქალი კისერზე ეხვეოდა, წაიღო ამან ხელი, იმანაც აკოცა და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შემდეგ კი ქალმა ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ კი იკივლა რომ გამაუპატიურაო, 6 მოწმე მყავს რომ სექსუალური კავშირი იყო ნებაყოფლობითი” უთხრა “გურიის მოამბეს” დაკავებულის ადვოკატმა;

დაზარალებულმა პოლიციას მომხდარი, თბილისში ჩასვლის შემდეგ შეატყობინა და დახმარებისათვის თხოვნით, მომხდარიდან ერთი დღის შემეგ მიმართა.

წყარო: გურიის მოამბე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×