რეზონანსი
28.07.2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.

„მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, საპროტესტოს თუ სხვა სახის მოძრაობას. არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია. ის, რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა. ეს არის თითქოს, ბნელი ძალა რომ გამოსავალს პოულობს. ბილწსიტყვაობა და გინება ხომ ბნელი ძალის ენაა და არა პროგრესის", - აცხადებს ქადაგიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს 5-დღიანი პატიმრობა, ერთს კი 5 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 26 ივლისს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×