რეზონანსი
29.07.2026

კულტურის მინისტრმა თინა რუხაძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა. მის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და ხელოვანებს პოზიცია დაუწუნა:

"შუადღეს გადადგა კულტურის მინისტრი თანამდებობიდან "ფეისბუქ პოსტით". აგერ დაღამდა და ვერც ერთი მადლიერებით სავსე სტატუსი ვერ ვნახე იმ მომღერალ-პროდიუსერებისგან, ვისაც სამ თვეში ერთხელ სოლო კონცერტებს უფინანსებდა, აშენდა ზვეზდამუზიკანტები თავიანთი, ათასჯერ გადაღეჭილ გადმოღეჭილი, პლიუს ფონოგრამაზე ჩაწერილი უნიჭო სიმღერებით. ბოლოს მსმენელები არ ყავდათ დარბაზებში, ისე ამოუყვანეს ყელში და რა ვიცი გენაცვალე, მე გადავუხადო თქვენს მაგივრად მადლობა? მოიკითხეთ მაინც კაცოო როგორაა, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია, კაი უმადური "შათლახები" ხართ თქვენ!" - დაწერა ნინო ჯღარკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×