
პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ჟურნალ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მის ლექსებზე შეიქმნა ისეთი შესანიშნავი სიმღერები, როგორებიცაა „ხმალი ავლესოთ, ქართველებო“ და „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“.
"გულის ოპერაციას ვიკეთებ. ისე გამფუჭებია გული, რომ ერთი ცოცხალი სისხლძარღვიც აღარ დამრჩა. შუნტირებას რომ ეძახიან, იმას მიკეთებენ. ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე და როგორც ჩანს, ნელ-ნელა შემიჭამა გული.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ჩემი ბინა, სადაც ვცხოვრობ, არის ავარიული, დანგრეული. ბინაში რომ ვერ შევდიოდი, გამგეობა ფულს მიხდის, რომ ბინა ვიქირავო. რაც პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც პანსიონატს ვეძებდი, ჩემმა მეგობარმა ყველა პანსიონატი მომატარა, მაგრამ ყველგან საშინელება დამხვდა. ოპერაციის შემდეგ ერთი თვით თავად შემიფარებს, მერე ალბათ, სხვა შემიფარებს", - განუცხადა ჟურნალ "სარკეს" პოეტმა.
წყარო: "სარკე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე