რეზონანსი
30.07.2026

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.

მისი შეფასებით, სააკაშვილის ავატარი ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ,,ნაცმოძრაობა“ და სიტყვა ,,ინტელექტი“ - თუნდაც ხელოვნური, ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები.

,,კარგი იქნება, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ.

მართალია, პარტიას, რომლის სახელიც სამარადჟამოდ არის დაკავშირებული საქართველოში მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის შექმნასთან, სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარის თავმჯდომარეობა ვერაფრით გააკეთილშობილებს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი“ (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები“, - წერს ხუბუა X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×