
"მიმართვა საზოგადოებას:
ამ წუთებში მის თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს - ის უმძიმეს ტრაგედიას და ენით აღუწერელ წუხილს ატარებს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ერთად დგომა და თანაგრძნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.• მოვუწოდებთ ყველას: შევიკრიბოთ ერთად, დავხვდეთ ზაალს სარფის გამშვებ პუნქტთან და ვაგრძნობინოთ, რომ ამ
უდიდეს ტკივილში მარტო არ არის.• მიმართვა ხელისუფლებას: კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებსა და ხელისუფლებას - არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს ადგილი ხელოვნურ ბარიერებსა თუ ექსცესებს!
აცადეთ შვილმკვდარ მამას თავისი შვილის ღირსეულად გამოტირება.გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ინფორმაცია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და შევძლოთ მამის გვერდით დგომა ამ უმძიმეს წუთებში,"- წერს ქართველი მებრძოლი გიორგი ფარცვანია.
ცნობისთვის,ტრაგიკულად დაიღუპა უკრაინაში მებრძოლის ზაალ ლატარიას ქალიშვილი. ლანა ლატარია საქართველოში ცხოვრობდა.მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე