რეზონანსი
02.08.2026

ხორავას ქუჩაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა. ნიკოლოზის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ნიკოლოზის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე... ამ ღიმილის გამო, დე??!! 18 წელი... გილოცავ, ჩემო სიამაყე".

ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა მანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა, 43 წლის ნიკა კაპანაძემ გასროლა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×