რეზონანსი
03.08.2026

მომ­ღე­რა­ლი და სტუ­დია "პატ­რი­ო­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ირმა არა­ვი­აშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან" ინ­ტერ­ვი­უს­ში ამ­ბობს, რომ როცა ის და­იბ­და მა­მა­მი­სი 70 წლის იყო. იხ­სე­ნებს, რომ ბავ­შო­ბა­ში მა­მის ასა­კის გამო ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი არას­დროს ყო­ფი­ლა. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მა­მას­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­და. ამ­ბობს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა მა­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"მე რომ გავჩნდი მა­მა­ჩე­მი იყო 70 წლის, ჩემი და რომ და­ი­ბა­და - 74 წლის.... მყავს ნა­ხე­ვა­რი და-ძმე­ბი. ჩემი უფ­რო­სი ძმა 72 წლის არის. და­ახ­ლო­ე­ბით, ბე­ბია-ბა­ბუ­ის ასა­კის. ბავ­შო­ბა­ში ყვე­ლას უკ­ვი­რა მა­მა­ჩე­მის ასა­კი, მაგ­რამ ისე­თი ბავ­შვი ვი­ყა­ვი უც­ნა­უ­რი, რომ ჩემს გარ­და ყვე­ლა უც­ნა­უ­რი მე­გო­ნა და ეს ფაქ­ტი არაფ­რად მი­მაჩ­ნდა.

ახ­ლაც ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან რად უნდა მა­მა­ჩენს ასაკ­ში შვი­ლი? იმი­ტომ რომ ვარ ახლა და არის ჩემი შვი­ლი. ბე­დის­წე­რის ამ­ბა­ვია," - ამ­ბობს ირმა არა­ვი­აშ­ვი­ლი.

ირმა ამ­ბობს, რომ მის მშობ­ლებს 1994 წელს ჯან­მრთე­ლი ვაჟი შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე-3 დღეს სამ­შო­ბი­ა­რო­ში უთხრეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ირმა ფიქ­რობს, რომ მისი ძმა გა­ყი­დეს.

"ჩემს მშობ­ლებს არ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა რომ და­ეკ­რძა­ლათ. სამ­შო­ბი­ა­რომ შეს­თა­ვა­ზა, რომ ბავ­შვთა სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლავ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ პირ­ველ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ბავ­შვებს ყიდ­დნენ და არც ბავ­შვთა სა­საფ­ლაო არ ჰქო­ნი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი იყო ტყუ­ი­ლი. ახლა გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი უნდა გა­ვი­კე­თოთ. მჯე­რა, რომ ცო­ცხა­ლია," - ამ­ბობს ირმა არა­ვი­აშ­ვი­ლი.

წყარო: პალიტრავიდეო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×