რეზონანსი
03.08.2026

გო­ნი­ო­ში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლი ნა­წი­ლი­დან ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­კა­ცი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 33 წლის ბესო მი­ქე­ლა­ძეა. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, გავ­ნად­გურ­დით... ბე­სოს შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო, ერთი წლის გახ­და, 8 წლის ნა­ნატ­რი შვი­ლი ჰყავს. მან­ქა­ნით წა­ვიდ­ნენ, ად­გი­ლი არ იყო და თვი­თონ სა­ბარ­გულ­ზე ჩა­მოჯ­და. ძა­ლი­ან დიდი მე­გობ­რო­ბა რომ იცო­და, მა­გი­ტომ ჩა­მოჯ­და სა­ბარ­გულ­ზე. ტრა­გე­დია სახ­ლთან ახ­ლოს მოხ­და. და­ი­ღუ­პა და დაგვღუ­პა ყვე­ლა," - თქვა ოჯახის ახ­ლო­ბე­ლმა.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×