
შოვის ტრაგედიიდან დღეს 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 16:00 საათზე შოვში ღვარცოფი მოვარდა, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები
შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:
"25 წელი ვზრდიდით ერთმანეთს, 25 წელი გვიხაროდა და გვწყინდა ერთად. ერთად ვტიროდით და ვიცინოდით. ბევრს გაწვალებდი და გაბრაზებდი, როცა მეც პატარა ვიყავი. მერე დავმეგობრდით და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს. მეგონა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა და შენით უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. განგებას ყოველ დღე მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ მყავდი იმედად და საყრდენად. მეამაყებოდა რომ შენი დედა მერქვა.
ახლა კი გეძებ...
გეძებ ყველგან...
გეძებ სიჩუმეში. იმ გზებზე, სადაც ერთად გვივლია. შენს ხმას ვუსმენ, თითქოს სადღაც ისევ უნდა გავიგონო.
და ვეძებ საკუთარ თავსაც. ვინ ვარ აღარ ვიცი...
რისთვის ვარ, ეგ ხომ საერთოდ ვერ გამიგია....
ჩემთვის შოვში გაიყინა დრო და სამყარო..." - დაწერა ია მერებაშვილმა.