რეზონანსი
03.08.2026

ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით დინამიკა დაწყებულია, იმედია, ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სულ მცირე, წელიწადზე მეტია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისგან საქართველოს მიმართ უსამართლო განცხადებები აღარ ისმის.

„საქართველოსა და ამერიკაში დელეგაციების ვიზიტებიც ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია. ჩვენ ყოველთვის ყველასთან პარტნიორულ ურთიერთობაში ვიქნებით, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს. ასე იყო ადრეც, მათ შორის ამერიკასთან. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი გააფუჭა. იმედია, დაწყებული პროცესი, რასაც ქართულ-ამერიკული პარტნიორობა ჰქვია, გაგრძელდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×