
ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი შედინების დროს, სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მედიის განმარტებით, მაროკოს ხელისუფლებამ მოგვიანებით უფრო დაბალი რიცხვი დაასახელა.
ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, ძირითადად ცურვით ჩასული, დაახლოებით 60 000 ადამიანიდან, უმეტესობა მაროკოში დაბრუნდა.
"ბოლო მონაცემებით, რაც გვაქვს, 72 ადამიანია", - განუცხადა ჟურნალისტებს თავად სეუტას მთავრობის წარმომადგენელმა მიგელ ანხელ პერეს ტრიანომ, როდესაც მას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ჰკითხეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 67-ს შეადგენდა.