რეზონანსი
03.08.2026

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესი სასწავლებლები ეტაპობრივად აქვეყნებენ ახალ აკადემიურ კალენდრებს. აკადემიურ კალენდარში მითითებულია რეგისტრაციის, სასწავლო პროცესისა და გამოცდების ზუსტი თარიღები.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი ყველა უნივერსიტეტში ერთსა და იმავე დღეს არ იწყება. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციების დაწყების თარიღები სექტემბრის პირველიდან ბოლო კვირამდე მერყეობს.

ამ ეტაპზე გამოქვეყნებული 2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრებისა და უნივერსიტეტებთან ინდივიდუალურად გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, სურათი ასეთია:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ინფორმაცია ჯერ არ დაზუსტებულა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14 სექტემბერი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 28 სექტემბერი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

კავკასიის უნივერსიტეტი - 7 სექტემბერი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 14 სექტემბერი

ალტე უნივერსიტეტი - 14 სექტემბერი

თავისუფალი უნივერსიტეტი - 7 სექტემბერი

აგრარული უნივერსიტეტი - 14 სექტემბერი

საქართველოს უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - 14 სექტემბერი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი - 28 სექტემბერი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი - 21 სექტემბერი

უნდა აღინიშნოს, რომ სია განახლებადია. ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში, მაგალითად, ალტერბრიჯში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჯერჯერობით სწავლის დაწყების თარიღი არ დაზუსტებულა. ზოგიერთ უნივერსიტეტში არ გვიპასუხეს.

აბიტურიენტებს პერიოდულად თავადაც შეუძლიათ ინფორმაციის გადამოწმება. ამისათვის თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდზე უნდა შეხვიდეთ და ნახოთ აკადემიური კალენდარი. თუ ჯერ კიდევ 2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარია გამოქვეყნებული, მოძებნეთ საკონტაქტო ინფორმაცია და დარეკეთ ცხელ ხაზზე.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×