რეზონანსი
03.08.2026

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუქ-გვერდი წაიშალა. "ფეისბუქის" მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ „საავტორო უფლებების დარღვევას“ ედავება.

საგამოძიებო სტუდიის გამგეობის თავმჯდომარე და რედაქტორი ნინო ზურიაშვილი ყველა შემოტევას ბოლო ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს უკავშირებს. 

"ეს არის კიდევ მესამე შემოტევა, ვფიქრობ, ყველა ეს შემოტევა უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს და ეს ადამიანები, ვისაც ეხება, ახალი მეთოდები ისწავლეს ჩვენთან ბრძოლის და გამკლავების. ახლა უნდა დაიდოს მალე სკამერებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება, უკვე დადებული იყო ანონსი და სავარაუდოდ, ეს მესამე შემოტევა მაგას უკავშირდება, მანამდე სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები დავდეთ, უბრალოდ, კონკრეტულ გვარს და კონკრეტულ ადამიანებს, ვერაფრით დავასახელებ", - ამბოსბ ნინო ზურიაშვილი.

25 ივლისს, ასევე გაითიშა „მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×