რეზონანსი
04.08.2026

ყველაფერი ლიბერალური, ბინძური და ამაზრზენი ხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკრიტიკა ის ქალაქები, რომლებსაც დემოკრატიული პარტია მართავს. მისი თქმით, ამ ქალაქებში მაღალი დანაშაულის დონის გარდა, სისუფთავის ნაკლებობაცაა.

„სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი. სიტყვა „პროგრესივიზმი“ კარგი სიტყვაა. მათ უყვართ მისი გამოყენება, მაგრამ რადიკალური მემარცხენეები აღარ აძლევენ მათ ამ სიტყვის გამოყენების უფლებას“, - აღნიშნავს ტრამპი.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია ქალაქი, თუმცა განაცხადა, რომ ეს დახასიათება ეხება დემოკრატიულად მართულ, პრაქტიკულად, ყველა ქალაქს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×