რეზონანსი
04.08.2026

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა ზაალ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

ახ­ლა­ხან მღვდელ­მა ექ­ვთი­მე (ვა­ლე­რი­ა­ნე) სა­რა­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც მო­ძღვა­რი წერს, ზაალ ლა­ტა­რი­ას შე­უძ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის ცხე­და­რი ვარ­დი­გო­რის წმი­და სა­მე­ბის სა­ვა­ნე­ში და­ას­ვე­ნოს.

"ზაალ ლა­ტა­რი­ას ვუ­სამ­ძიმ­რებ ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ.

ქუ­თა­ის­ში, ვარ­დი­გო­რის წმი­და სა­მე­ბის სა­ვა­ნე­ში შე­უძ­ლია და­ას­ვე­ნოს.

და­მირ­ე­კონ - მღვდე­ლი ექ­ვთი­მე სა­რა­ლი­ძე.

ერთი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მირ­ჩევ­ნია, ვიდ­რე ათა­სი საყ­ვე­დუ­რის მოს­მე­ნას", - წერს მო­ძღვა­რი.

ჩვენ დავუკავშირდით მამა ექვთიმეს, როგორც ის ამბობს მისი მიზანია ჭირისუფალს გვერდით დაუდგეს და ანუგეშოს. მისი თქმით, ლანა ლატარაიას ოჯახიდან ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×