რეზონანსი
04.08.2026

სირია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აშშ-თან ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან ამოღების თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში სირიამ ვაშინგტონთან მზაობა გამოთქვა მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის იმპორტი.

ამავდროულად, სამივე წყარომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს პირდაპირ არ დაუსახელებია რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება სირიის სასანქციო სტატუსის გაუქმებისთვის ერთ-ერთ პირობად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯი სირიის ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რომელიც დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად დამოკიდებულია რუსული ნავთობის მიწოდებებზე. მსგავსი გადაწყვეტილება ასევე შეამცირებდა მოსკოვის ეკონომიკურ გავლენას ქვეყანაში.

სირიელი ანალიტიკოსის, ნავარ საბანის თქმით, რუსული ნავთობის სწრაფად ჩანაცვლება საწვავის დეფიციტის რისკისა და იმპორტის გაძვირების გარეშე შეუძლებელია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სირიისთვის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, შესთავაზებს თუ არა აშშ დამასკოს ალტერნატიულ მიმწოდებლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×